Accessibility links

logo-print

კუბაში პატიმრობიდან გაათავისუფლეს ერთ-ერთი ყველაზე


კუბაში პატიმრობიდან გაათავისუფლეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კუბელი დისიდენტი ვლადიმირო როკა.

კუბაში პატიმრობიდან გაათავისუფლეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კუბელი დისიდენტი ვლადიმირო როკა.
1997 წელს როკას ხუთი წლით პატიმრობა მიესაჯა აჯანყებისკენ მოწოდების ბრალდებით. სხვა დისიდენტების მსგავსად იგი გამოდიოდა პოლიტიკური რეფორმების გატარების მოწოდებით. ხელისუფლებამ როკა პატიმრობის ვადის გასვლამდე ორი თვით ადრე გაათავისუფლა როკა კუბაში შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, ჯიმი კარტერის ვიზიტის მოახლოებასთან დაკავშირებით. კარტერი კუბაში ერთ კვირაში ჩავა. 59 წლის როკა ყოფილი სამხედრო მფრინავია. მამამისი, ბლას როკა, კუბის კომპარტიის ერთ-ერთი დამაარსებელია.
XS
SM
MD
LG