Accessibility links

დღეს მსოფლიოს ქრისტიანთა ნაწილი, მათ


დღეს მსოფლიოს ქრისტიანთა ნაწილი, მათ შორის საქართველოს მართლმადიდებლები, ქრისტეს აღდგომას დღესასწაულობენ.

დღეს მსოფლიოს ქრისტიანთა ნაწილი, მათ შორის საქართველოს მართლმადიდებლები, ქრისტეს აღდგომას დღესასწაულობენ.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ალექსი მეორემ დღეს მოსკოვში, მაცხოვრის საკათედრო ტაძარში ხუთსაათიანი წირვა გამართა. მას დაესწრნენ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და რუსეთის მთავრობის რამდენიმე მინისტრი. ალექსიმ მოუწოდა ქრისიტიანებს, წინ აღუდგნენ ბოროტებას და თქვა, რომ ეკლესია მზად არის მხარში ამოუდგეს ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლ ძალებს. ამასთან, მან ისრაელს მოუწოდა, ჯარები გაიყვანოს ქრისტიანთა წმიდა ადგილიდან, ბეთლემის ქრისტეშობის ეკლესიის ტერიტორიიდან, სადაც ისრაელის ჯარებს შეიარაღებული პალესტინელები ჰყავთ ალყაში მოქცეული.სტამბოლში თურქეთის მცირერიცხოვან ქრისტიანთათვის სააღდგომო წირვა გამართა მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ბართლომე I-მა. ბულგარეთში, სერბიაში, ჩერნოგორიაში, საბერძნეთსა და რუმინეთში მილიონობით მართლმადიდებელმა ქრისტიანმა მიიღო მონაწილეობა აღდგომის წირვაში. ჩვენი სპეციალური საადგომო პროგრამა შეგიძლიათ მოისმინოთ ახალი ამბების გამოშვების შემდეგ.
XS
SM
MD
LG