Accessibility links

logo-print

უშიშროების საკითხებში შეერთებული შტატების პრეზიდენტის


უშიშროების საკითხებში შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა კონდოლიზა რაისმა განაცხადა, რომ

უშიშროების საკითხებში შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა კონდოლიზა რაისმა განაცხადა, რომ
ამჟამინდელი ვითარება ერაყში ”აბსოლუტურად მიუღებელია” შეერთებული შტატებისთვის. როგორც ამერიკის ტელევიზიით გამოსვლისას თქვა რაისმა, იგი დარწმუნებულია, რომ ერაყის პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი მასობრივი განადგურების იარაღის დაუფლებას ცდილობს. რაისის სიტყვებით, პრეზიდენტ ბუშს სურს მკაფიო და გასაგები გახადოს, რომ შეერთებული შტატები ერაყის რეჟიმის ამ სურვილებს წინ აღუდგება. ამასთან, რაისმა თქვა, რომ ჯორჯ ბუშს ჯერ არ გადაუწყვეტია, როგორ იმოქმედოს ერაყის მიმართ. ამჟამად შეერთებული შტატები ამ საკითხზე კონსულტაციებს მართავს თავის მოკავშირეებთან.
XS
SM
MD
LG