Accessibility links

ავღანეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, რაშინდ


ავღანეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, რაშინდ დოსტუმმა განაცხადა, რომ მალე გაათავისუფლებენ 400 პაკისტანელს,

ავღანეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, რაშინდ დოსტუმმა განაცხადა, რომ მალე გაათავისუფლებენ 400 პაკისტანელს,
რომლებიც თალიბების რიგებში იბრძოდნენ და ამჟამად შიბერგანის ციხეში იმყოფებიან ქვეყნის ჩრდილოეთში. დოსტუმის წარმომადგენლის სიტყვებით, ეს გადაწყვეტილება შეთანხმებულია დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, ჰამიდ კარზაისთან. დღეს ”რეიტერისთვის” მიცემულ ინტერვიუში დოსტუმმა თქვა, რომ თავის დროზე პაკისტანელები ჩავიდნენ ავღანეთში იმის გამო, რომ თალიბების მხრიდან მასირებულ ანტიამერიკულ პროპაგანდას დაჰყვნენ. დოსტუმი იტყობინება, რომ შიბერგანში ორიათას ხუთასამდე პატიმარს შორის იმყოფება თალიბანისა და ”ალ-ყაიდის” ათობით ხელმძღვანელი. მათ არ გაათავისუფლებენ.
XS
SM
MD
LG