Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“აბრეშუმის დიდი გზის” ევრაზიული სატრანსპორტო


“აბრეშუმის დიდი გზის” ევრაზიული სატრანსპორტო დერეფნის შექმნა უსაფრთხოების მსხვილმასშტაბიანი ინფრასტრუქტურის შექმნასაც ითვალისწინებს

“აბრეშუმის დიდი გზის” ევრაზიული სატრანსპორტო დერეფნის შექმნა უსაფრთხოების მსხვილმასშტაბიანი ინფრასტრუქტურის შექმნასაც ითვალისწინებს
– განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ორშაბათის ტრადიციულ რადიოინტერვიუში. ამ განცხადებით ედუარდ შევარდნაძემ კომენტარი გაუკეთა თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში ხელმოწერილ დოკუმენტს, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროების თანამშრომლობას ენერგოდერეფნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. პრეზიდენტის თქმით, 11 სექტემბრის მოვლენებმა გვიჩვენა, რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფა “წვრილმანი არ არის”. “ტრაპიზონის შეხვედრაზე სათავე დავუდეთ საჭირო საქმეს და ვიმედოვნებ, რომ მომავალ წელს, სავარაუდოდ თბილისში, გაიმართება ანალოგიური სამიტი უფრო გაფართოებული შემადგენლობით”, დასძინა შევარდნაძემ.
XS
SM
MD
LG