Accessibility links

საფრანგეთის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა


საფრანგეთის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა დამაჯერებლად გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში. მას მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 82,2-მა პროცენტმა.

საფრანგეთის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა დამაჯერებლად გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში. მას მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 82,2-მა პროცენტმა.
ულტრამემარჯვენე “ნაციონალური ფრონტის” კანდიდატმა ჟან-მარი ლე პენმა ხმების 17,8 პროცენტი მოაგროვა. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 80 პროცენტზე მეტმა. საფრანგეთში გამართული არჩევნების შედეგს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა “დემოკრატიის გამარჯვება” უწოდა. გერმანიის კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა აღნიშნა, რომ ფრანგმა ამომრჩევლებმა გადაჭრით უარყვეს ექსტრემიზმი. კმაყოფილება გამოთქვა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოშკა ფიშერმაც: [იოშკა ფიშერის ხმა] “მინდა ჩვენი სიხარული გამოვხატო საფრანგეთში გამართული არჩევნების შედეგის გამო. საფრანგეთის რესპუბლიკამ ერთმნიშვნელოვნად დაგმო ქსენოფობია და მემარჯვენე ექსტრემიზმი. მჯერა, რომ ეს მნიშვნელოვანია ევროპისთვის და სცდება საფრანგეთის საზღვრებს.” შირაკის წარმატებას მიესალმნენ აშშ, რუსეთი, ჩინეთი და სხვა ქვეყნები. პრემიერ-მინისტრ ლიონელ ჟოსპენის კაბინეტმა დღეს გადადგომის შესახებ გამოაცხადა. სოციალისტი ჟოსპენი, რომელიც ასევე აცხადებდა პრეტენზიას პრეზიდენტის თანამდეობობაზე, კენჭისყრის მეორე ტურში ვერ გავიდა. მთავრობის თავმჯდომარედ შირაკმა დროებით დანიშნა ლიბერალური დემოკრატების წარმომადგენელი ჟან-პიერ რაფარენი. 9 და 16 ივნისს საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნები მოეწყობა.
XS
SM
MD
LG