Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელთა ტერიტორიაზე ბეთლემში უკვე რა


პალესტინელთა ტერიტორიაზე ბეთლემში უკვე რა ხანია ქრისტეშობის ეკლესია ალყაშემორტყმულია ისრაელის ჯარის მიერ.

პალესტინელთა ტერიტორიაზე ბეთლემში უკვე რა ხანია ქრისტეშობის ეკლესია ალყაშემორტყმულია ისრაელის ჯარის მიერ.
ეკლესიაში იმყოფებიან პალესტინელები, რომელთა ხელში ჩაგდება სურს ისრაელს, რომელიც მათ ტერაქტებში მონაწილედ მიიჩნევს. მოლაპარაკება ალყის მოხსნის თაობაზე დასრულდა შეთანხმებით, რომლის თანახმად ეკლესიაში მყოფთა ნაწილი - 13 კაცი - დეპორტირებული იქნება უცხო სახელმწიფოში, 26 ადამიანი საპატიმროში წავა ღაზის სექტორში.
პალესტინელთა ჯგუფებმა კატეგორიულად აურყვეს ამგვარი შეთანხმება, რომელიც, მათი აზრით, ისრაელის წინაშე სამარცხვინო ქედის მოხრაა. შეთანხმება შეფასდა აგრეთვე არაფატის მიერ პალესტინის საქმის ღალატად.
ისრაელის არმიის წარმომადგენელმა მოგვიანებით გამოაცხადა, რომ ამ შეთანხმების რეალიზებას ჯერ ვერ იწყებენ, რადგან არ გაირკვა, თუ რომელი სახელმწიფო მიიღებს იმ 13 პალესტინელს.
XS
SM
MD
LG