Accessibility links

logo-print

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ავთანდილ ჯორბენაძემ


საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ავთანდილ ჯორბენაძემ დღეს კოლხური კოშკი დაათვალიერა

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ავთანდილ ჯორბენაძემ დღეს კოლხური კოშკი დაათვალიერა
და ექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ქვრივთან, მანანა არჩვაძე გამსახურდიასთან ამ შენობის ადღგენასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა. სახელმწიფო მინისტრთან ერთად კოლხური კოშკი დაათვალიერეს მშენებლობისა და ურბანიზაციის მინისტრმა, მერაბ ჩხენკელმა და კოლხური კოშკის აღდგენის ფონდის ხელმძღვანელმა, გურამ შარაძემ. ზვიად გამსახურდიას საცხოვრებელი სახლი, კოლხური კოშკი 1992 წლის 15 მარტს გაძარცვეს და დაწვეს, რაშიც მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ საინფორმაციო სააგენტო ”პრაიმ-ნიუსთან” საუბარში იმდროინდელი დროებითი მთავრობა და სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე დაადანაშაულა. შეხვედრის შემდეგ მერაბ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ კოლხური კოშკის აღდგენა შესაბამისი საპროექტო სამუშაოების დასრულებისა და ხარჯთაღრიცხვის შედგენის შემდეგ დაიწყება.
XS
SM
MD
LG