Accessibility links

გერმანიის კანცლერი ქაბულში შეხვდა ავღანეთის


გერმანიის კანცლერი ქაბულში შეხვდა ავღანეთის დროებით ლიდერს, ჰამიდ კარზაის და ყოფილ მეფე ზაჰირ შაჰს.

გერმანიის კანცლერი ქაბულში შეხვდა ავღანეთის დროებით ლიდერს, ჰამიდ კარზაის და ყოფილ მეფე ზაჰირ შაჰს.
შრიოდერის თქმით, ის მხარს უჭერს ქაბულში უშიშროების მრავალეროვანი ჯარების მანდატის ვადის გაგრძელებას. ხოლო კარზაიმ აღნიშნა, რომ შეუძლებელია იმის თქმა, თუ რამდენი ხანი იქნება საჭირო უშიშროების ძალების ქაბულში დარჩენა, ვინაიდან ეს დამოკიდებულია ქვეყანაში სტაბილურობის ხარისხზე. კარზაი მოითხოვს აგრეთვე მრავალეროვანი ჯარების განთავსებას ქაბულის ფარგლებს გარეთაც, მაგრამ გერმანიის კანცლერი ასეთი ცვლილების წინააღმდეგ გამოვიდა: [შრიოდერის ხმა]”შევეხე აგრეთვე იმ ფაქტს, რომ ქაბულსა და მის შემოგარენში ყოფნით ჩვენი შესაძლებლობების ზღვარს მივაღწიეთ. ამის გამო, შეუძლებლად მიგვაჩნია მოქმედების არეალის ქაბულის ფარგლებს მიღმა განვრცობა. ამ პოზიციას გაგებით ეკიდებიან პრემიერ-მინისტრი და მისი მინისტრები.” ქაბულში განთავსებულია 1163 გერმანელი სამხედრო მოსამსახურე. ისინი უშიშროების ძალების თითქმის მეოთხედ ნაწილს შეადგენენ, და ქაბულში 1-დღიანი ვიზიტის დროს შრიოდერი ზოგ გერმანელ ჯარისკაცს შეხვდა. გერმანიის კანცლერი საღამო ხანს უზბეკეთში ჩავიდა, სადაც ხვალ პრეზიდენტ ისლამ ყარიმოვს შეხვდება.
XS
SM
MD
LG