Accessibility links

logo-print

ბელგრადის რაიონულმა სასამართლომ 17 სერბის


ბელგრადის რაიონულმა სასამართლომ 17 სერბის დაპატიმრების ორდერები გასცა.

ბელგრადის რაიონულმა სასამართლომ 17 სერბის დაპატიმრების ორდერები გასცა.
მათ გაეროს სამხედრო ტრიბუნალის მიერ სამხედრო დანაშაულთა ბრალდებები აქვს წაყენებული. ბელგრადის რაიონული სასამართლოს განცხადებით, დაპატიმრების ორდერები გაიცა იმ ეჭვმიტანილებზე, რომლებიც ნებაყოფლობით არ ჩაბარდნენ სასამართლოს, რასაც მთავრობის ულტიმატუმი ითვალისწინებდა. სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება უკავშირდება იუგოსლავიაში გასულ თვეში მიღებულ კანონს, რომელიც ითვალისწინებს გაეროს ტრიბუნალთან თანამშრომლობას ეჭვმიტანილთა გაცემის საკითხში. მაგრამ, როგორც მოსამართლე ბრანისლავ ტოდიჩმა აღნიშნა, სამართალდამცავებისათვის უცნობია რამდენიმე ეჭვმიტანილის, მათ შორის მთავარი ბრალდებულების- რადოვან კარაჯიჩისა და რატკო მლადიჩის ადგილსამყოფელი. კარაჯიჩი და მლადიჩი ბოსნიელ სერბთა ყოფილი, ბოსნიის ომის დროინდელი ლიდერები არიან. იუწყებიან აგრეთვე, რომ სასამართლოს არ გაუცია სერბიის ამჟამინდელ პრეზიდენტ მილან მილუტანოვიჩის დაპატიმრების ორდერი. გაეროს ტრიბუნალს მილუტანოვიჩისთვისაც აქვს წაყენებული სამხედრო დანაშაულთა ბრალდებები, მაგრამ სასამართლოს შეფასებით, მისი შეპყრობა საფრთხეს შეუქმნიდა ქვეყნის სუვერენობასა და უშიშროებას.
XS
SM
MD
LG