Accessibility links

logo-print

ირანში სასამართლომ 6 თვით პატიმრობა


ირანში სასამართლომ 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა პარლამენტარ მოჰსენ მირდამადის, მისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო.

ირანში სასამართლომ 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა პარლამენტარ მოჰსენ მირდამადის, მისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო.
ამის შესახებ იუწყება ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო ”ირნა”. მირდამადი, რომელიც პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომისიას ხელმძღვანელობს, გარდა ამისა დააჯარიმეს და 4 წლით აუკრძალეს ჟურნალისტიკის სფეროში მუშაობა. ხოლო მისი რეფორმისტული ყოველდღიური გაზეთის ”ნორუზის” გამოქვეყნება 6 თვით აიკრძალა. მირდამადისთვის წაყენებულ ბრალდებებს შორის არის ოფიციალურ პირთა შეურაცხყოფა, ტყუილების გამოქვეყნება და საარჩევნო წესების დარღვევა.
XS
SM
MD
LG