Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი მენაღარიშვილის განცხადებით, ბავშვები საქართველოში


ირაკლი მენაღარიშვილის განცხადებით, ბავშვები საქართველოში დააზარალა დემოკრატიული გარდაქმნების პერიოდმა და აფხაზეთში სეპარატისტთა მოქმედების შედეგებმა.

ირაკლი მენაღარიშვილის განცხადებით, ბავშვები საქართველოში დააზარალა დემოკრატიული გარდაქმნების პერიოდმა და აფხაზეთში სეპარატისტთა მოქმედების შედეგებმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ პრობლემაზე ისაუბრა გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიაზე, რომელიც ბავშვთა მდგომარეობას ეძღვნება. როგორც მენაღარიშვილმა შეკრებილთა წინაშე მოხსენებით გამოსვლისას აღნიშნა, აფხაზეთის კონფლიქტმა დაღი დაასვა ათასობით ბავშვს, რომელთაც ”უსამართლობისა და დაუცველობის გრძნობა” ტანჯავს. საგარეო საქმეთა მინისტრმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, გულგრილი არ დარჩეს ამ პრობლემების მიმართ. მან ერთ-ერთ პრობლემად დაასახელა სეპარატისტების უარი აფხაზეთში ქართულენოვანი მოწაფეების ქართული სახელმძღვანელოებით მეცადინეობაზე.
XS
SM
MD
LG