Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელთა უშიშროების ძალებმა ღაზის სექტორში


პალესტინელთა უშიშროების ძალებმა ღაზის სექტორში დააპატიმრეს გასამხედროებული მოძრაობა "ჰამასის" სულ ცოტა 14 წევრი.

პალესტინელთა უშიშროების ძალებმა ღაზის სექტორში დააპატიმრეს გასამხედროებული მოძრაობა "ჰამასის" სულ ცოტა 14 წევრი.
ამის შესახებ განაცხადა პალესტინელთა ხელმძღვანელობამ. დაპატიმრებებამდე რამდენიმე საათით ადრე ისრაელის უშიშროების საბჭომ პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი აღჭურვა უფლებამოსილებით, მკაცრი სამხედრო ზომები მიიღოს ოთხშაბათს თვითმკვლელი მოიერიშის მიერ განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ. ბევრი პალესტინელი ვარაუდობს, რომ ისრაელის ჯარების სამიზნე გახდება ღაზის სექტორი და მოსახლეობა იქ, ჯარების შეჭრის მოლოდინში, სურსათის მომარაგებას შეუდგა. ამასობაში, პალესტინელების ინფორმაციის მინისტრმა იასირ აბედ რაბომ სამხედრო ზომების გაუმართლებლობაზე მიუთითა: [რაბოს ხმა] ”ვიმედოვნებთ, რომ ვაშინგტონის ადმინისტრაციამ არიელ შარონს უთხრა და კიდევ ეტყვის, რომ ერთადერთი გამოსავალია მოლაპარაკებები, კონფლიქტის პოლიტიკური გზით მოგვარება და რომ ომი ღაზის, ან პალესტინელთა ტერიტორიების სხვა ნაწილების წინააღმდეგ მხოლოდ ძალადობის მასშტაბის გაფართოებამდე მიგვიყვანს”.
XS
SM
MD
LG