Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსნიელმა სერბმა მომჩილო გრუბანმა დღეს


ბოსნიელმა სერბმა მომჩილო გრუბანმა დღეს, ჰააგის ტრიბუნალის წინაშე, უარყო მისთვის წაყენებული ბრალდებები,

ბოსნიელმა სერბმა მომჩილო გრუბანმა დღეს, ჰააგის ტრიბუნალის წინაშე, უარყო მისთვის წაყენებული ბრალდებები,
რომლებიც 90-იანი წლების პირველ ნახევარში, სამოქალაქო ომის დროს, მაჰმადიანებისა და ხორვატების მასობრივ მკვლელობებსა და წამებაში მონაწილეობას უკავშირდება. გასულ კვირაში გრუბანი ნებაყოფლობით ჩაბარდა გაეროს ეგიდით მოქმედ ტრიბუნალს. 1992 წელს გრუბანი ზედამხედველად მუშაობდა ქალაქ ომარსკის მახლობლად მოწყობილ საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც დაპიტიმრებული იყო სამი ათასამდე მაჰმადიანი და ხორვატი. საერთაშორისო ტრიბუნალმა ამ ბანაკში ჩადენილი დანაშაულებისთვის უკვე გაასამართლა რამდენიმე ბოსნიელი სერბი.
XS
SM
MD
LG