Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო კვლავინდებურად მოითხოვს აფხაზეთში მოქმედი


საქართველო კვლავინდებურად მოითხოვს აფხაზეთში მოქმედი რუსეთის სამშვიდობო ძალების მანდატის შეცვლას.

საქართველო კვლავინდებურად მოითხოვს აფხაზეთში მოქმედი რუსეთის სამშვიდობო ძალების მანდატის შეცვლას.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა კახა სიხარულიძემ დღეს მოწყობილ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ კონფლიქტის ზონაში “ცისფერჩაფხუტიანების” მოღვაწეობას საქართველო კვლავაც კრიტიკულად აფასებს. მისი თქმით, 7-8 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამართულ პირველ კონსულტაციებზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს რუსმა დიპლომატებმა, გაეროს გენმდივნის საგანგებო წარმომადგენელმა დიტერ ბოდენმა, დსთ-ის სამხედრო თანამშრომლობის საკოორდინაციო შტაბის და ამავე თანამეგობრობის ოპერატიული მუშა ჯგუფის წარმომადგენლებმა, თბილისმა გამოთქვა წინადადება, უსაფრთხოების ზონა გაფართოებულ იქნეს გალის რაიონის მთელს ტერიტორიაზე, მის ძველ საზღვრებში.
XS
SM
MD
LG