Accessibility links

logo-print

ბეთლემის ქრისტეშობის ტაძარი, რომლისთვისაც ისრაელის


ბეთლემის ქრისტეშობის ტაძარი, რომლისთვისაც ისრაელის ჯარს ხუთკვირანახევრის მანძილზე ალყა ჰქონდა შემორტყმული, დღეს უკანასკნელმა პალესტინელებმაც დატოვეს.

ბეთლემის ქრისტეშობის ტაძარი, რომლისთვისაც ისრაელის ჯარს ხუთკვირანახევრის მანძილზე ალყა ჰქონდა შემორტყმული, დღეს უკანასკნელმა პალესტინელებმაც დატოვეს.
დანებებულ პალესტინელთაგან 39-ს ტერორიზმში ადანაშაულებენ. მათგან 13, წინასწარ მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, დროებით გადაიყვანეს კვიპროსში; კიდევ 26 დღეს ბადრაგით ჩაიყვანეს ღაზაში, სადაც ციხეში მოათავსებენ. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა შიმონ პერესმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უფლებას იტოვებს, მოითხოვოს ევროპაში მყოფი 13 პალესტინელი ექსტრემისტის ექსტრადიცია. [შიმონ პერესის ხმა] “ამ საქმეზე ქვეყნებმა თვითონ უნდა იზრუნონ, რადგან ეს ხალხი ტერორიზმსა და მკვლელობებში იყო ჩაბმული. ამდენად, იმედს გამოვთქვამთ, რომ ის ქვეყნები, რომლებიც ამ ადამიანებს შეიფარებენ, ყველაფერს იღონებენ, რათა მათ პრობლემები არ შექმნან ან ზიანი არ მიაყენონ ვინმეს.” ეს განცხადება შიმონ პერესმა რომში გააკეთა, სადაც იტალიის პრემიერ-მინისტრს სილვიო ბერლუსკონის შეხვდა.
XS
SM
MD
LG