Accessibility links

logo-print

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილ


აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილ აგენტს, რობერტ ჰანსენს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილ აგენტს, რობერტ ჰანსენს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
სასამართლომ იგი დამნაშავედ სცნო 22 წლის მანძილზე მოსკოვის სასარგებლოდ ჯაშუშობაში. ბრალმდებელთა განცხადებით, 1979-2001 წლებში საბჭოთა კავშირმა და, მოგვიანებით, რუსეთმა ჰანსენს საიდუმლო ინფორმაციის სანაცვლოდ 1,4 დოლარი გადაუხადეს ნაღდი ფულითა და ბრილიანტებით. ჰანსენის საქმის მთავარი პროკურორის პოლ მაკნოლტის განცხადებით, ჯაშუშის დაპატიმრება, გასამართლება და მისთვის განაჩენის გამოტანა ყველასთვის მაგალითად უნდა იქცეს. [პოლ მაკნოლტის ხმა] “რობერტ ჰანსენი ჯაშუშების დაჭერის სპეციალისტი იყო. მან საუცხოოდ იცოდა, რა უნდა მოემოქმედებინა, რათა თვითონ არ დაეჭირათ. მაგრამ ის მაინც დაიჭირეს და დასაჯეს. ასე დაემართება ყველას, ვინც საკუთარ ქვეყანას უღალატებს.” რობერტ ჰანსენი 2001 წლის თებერვალში დააპატიმრეს, როცა მან საიდუმლო ინფორმაციის შემცველი და დამკვეთისთვის გამიზნული პაკეტი დატოვა ვაშინგტონის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ პარკში.
XS
SM
MD
LG