Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როტერდამში 15 ათასამდე ადამიანმა მიიღო


როტერდამში 15 ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ცნობილ ჰოლანდიელ ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსთან პიმ ფორტოინთან გამოთხოვების ცერემონიაში.

როტერდამში 15 ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ცნობილ ჰოლანდიელ ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსთან პიმ ფორტოინთან გამოთხოვების ცერემონიაში.
როტერდამის საკათედრო ტაძარში ჩატარებულ პანაშვიდში მონაწილეობა მიიღეს ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრმა ვიმ კოკმა და სამეფო კარის წარმომადგენლებმა. გარდაცვლილის ნების თანახმად, მას იტალიაში დაკრძალავენ. ფორტოინი ორშაბათს მოკლეს. დაპატიმრებულია მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი.
XS
SM
MD
LG