Accessibility links

ეგვიპტის პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაკმა მოუწოდა


ეგვიპტის პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაკმა მოუწოდა არაბულ ქვეყნებს – არ გამოიყენონ ნავთობის მიწოდება სხვა ქვეყნებზე ზეწოლის ბერკეტად.

ეგვიპტის პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაკმა მოუწოდა არაბულ ქვეყნებს – არ გამოიყენონ ნავთობის მიწოდება სხვა ქვეყნებზე ზეწოლის ბერკეტად.
მუბარაკის მიმართვაში არაბული ქვეყნების ნავთობმრეწველობის მინისტრებისადმი, რომლებიც დღეს შეიკრიბნენ ქაიროში, ნათქვამია, რომ ახლო აღმოსავლეთში პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარების სტაბილიზაციისთვის აუცილებელია მომხმარებელთა ნდობის შენარჩუნება. ადრე ერაყმა გადაწყვიტა, პალესტინელთა ტერიტორიებზე ისრაელის მიერ განხორციელებული სამხედრო ოპერაციისადმი პროტესტის ნიშნად, ერთი თვით შეაჩეროს ნავთობის ექსპორტი.
XS
SM
MD
LG