Accessibility links

რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილემ სერგეი


რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილემ სერგეი ფრიდინსკიმ განაცხადა,

რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილემ სერგეი ფრიდინსკიმ განაცხადა,
რომ დაღესტნის ქალაქ კასპიისკში 9 მაისს მომხდარი ტერორისტული აქტის გამოძიება დასასრულს მიუახლოვდა. მისივე თქმით, გამოვლენილია პირები, რომლებიც შესაძლოა ამ დანაშაულის თანამონაწილენი არიან. სამი მათგანი - სანკტ- პეტერბურგში დააკავეს და მახაჩყალაში ჩაიყვანეს. მათს გვარებს არ ასახელებენ. დღეს კასპიისკში, ტერაქტის შედეგად დაღუპულ, საზღვაო ფეხოსანთა 77-ტე ბრიგადის 16-ტ სამხედრო მოსამსახურესთან გამომშვიდობების სამგლოვიარო ცერემონია გაიმართა. 4 მათგანი კასპიისკში დაკრძალეს, დანარჩენთა ცხედრებს მათს მშობლიურ ქალაქებში ჩაიტანენ.
XS
SM
MD
LG