Accessibility links

logo-print

წითელი ზღვის საკურორტო ქალაქ შარმ


წითელი ზღვის საკურორტო ქალაქ შარმ ელ-შეიხში მოლაპარაკება დაიწყო დღეს სირიისა და ეგვიპტის პრეზიდენტებს: ბაშარ ასადსა და ჰოსნი მუბარაკს შორის.

წითელი ზღვის საკურორტო ქალაქ შარმ ელ-შეიხში მოლაპარაკება დაიწყო დღეს სირიისა და ეგვიპტის პრეზიდენტებს: ბაშარ ასადსა და ჰოსნი მუბარაკს შორის.
მოგვიანებით მათ შეუერთდება საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცი აბდულა და შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯორჯ ბუშთან გასულ თვეს გამართული თავისი შეხვედრის შედეგებს გააცნობს ასადსა და მუბარაკს. მოელიან, რომ ეს სამი არაბი ლიდერი იმსჯელებს ახლო აღმოსავლეთისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის მოწყობის წინადადებაზეც, რომელიც ვაშინგტონმა წამოაყენა. არაბული ლიგის გენერალურმა მდივანმა ამრ მუსამ განაცხადა, რომ არაბული ქვეყნები, ხსენებულ კონფერენციაში მონაწილეობის წინაპირობად, პალესტინელთა ტერიტორიებიდან ისრაელის ჯარის სრულ გაყვანას წამოაყენებენ.
XS
SM
MD
LG