Accessibility links

logo-print

200-ზე მეტი ტყვე ჩრდილოეთ ავღანეთში


200-ზე მეტი ტყვე ჩრდილოეთ ავღანეთში მდებარე ციხიდან პაკისტანში გადაიყვანეს დღეს.

200-ზე მეტი ტყვე ჩრდილოეთ ავღანეთში მდებარე ციხიდან პაკისტანში გადაიყვანეს დღეს.
ეს ტყვეები – პაკისტანელები არიან, რომლებიც ავღანელი თალიბების მხარდამხარ იბრძოდნენ. ისინი ფეშავარის ციხეში მოიხდიან სასჯელს. ეს უკვე მეორე ჯგუფია პაკისტანელი სამხედრო ტყვეებისა, რომლებიც ავღანეთიდან სამშობლოში ჩაიყვანეს. საერთაშორისო ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა არაერთგზის გააკრიტიკეს სამხედრო ტყვეთა პატიმრობის პირობები ავღანეთის ციხეში, ქალაქ მაზარ-იშარიფის მახლობლად. ამჟამად ამ ციხეში იმყოფება 2000-ზე მეტი პატიმარი, რომელთა მესამედს – პაკისტანელები შეადგენენ.
XS
SM
MD
LG