Accessibility links

logo-print

დაღესტნის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა


დაღესტნის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვლადისლავ ჩერტოვმა განაცხადა,

დაღესტნის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვლადისლავ ჩერტოვმა განაცხადა,
რომ ქალაქ კასპიისკში ცხრა მაისს მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით დაკავებული სამივე ეჭვმიტანილი მამაკაცი აქტიური წევრია ჩეჩნეთში მოქმედი ”ძირგამომთხრელი და ტერორისტული” დაჯგუფებისა, რომელსაც წარმოშობით დაღესტნელი რაპანი ხალილოვი მეთაურობს. ჩერტოვმა განაცხადა აგრეთვე, რომ სამივე ეჭვმიტანილი, რომლებიც გუშინ დააკავეს სანკტ-პეტერბურგში, დაღესტნის მკვიდრია, და რომ ისინი დღეს ჩაიყვანეს მახაჩყალაში. პოლიციის ცნობით, აფეთქება კასპიისკში, დისტანციური მართვის ყუმბარის მეშვეობით განახორციელეს ტერორისტებმა. უკანასკნელი მონაცემებით, აფეთქების შედეგად 42 ადამიანი, მათ შორის 17 ბავშვი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG