Accessibility links

21-22 მაისს თბილისში, ვაჭრობის მსოფლიო


21-22 მაისს თბილისში, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით, გაიმართება სამხრეთი კავკასიისა და ცენტრალური აზიის ვაჭრობის, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრების კონფერენცია.

21-22 მაისს თბილისში, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით, გაიმართება სამხრეთი კავკასიისა და ცენტრალური აზიის ვაჭრობის, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრების კონფერენცია.
საგარეო საქმეთა სამინისტროდან იუწყებიან, რომ კონფერენცია მიზნად ისახავს მრავალმხრივ სავაჭრო სისტემაში რეგიონის ქვეყნების სრულფასოვანი ჩართვის ხელშეწყობას და საამისოდ აუცილებელი ტექნიკური დახმარების საკითხის განხილვას. კონფერენციას გახსნიან საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი მაიკ მური. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ავღანეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, თურქმენეთის, ირანის, რუსეთის, საქართველოს, სომხეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთისა და ყაზახეთის წარმომადგენლები.
XS
SM
MD
LG