Accessibility links

logo-print

ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლები განაგრძობენ მოლაპარაკებას


ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლები განაგრძობენ მოლაპარაკებას უცხოელ დიპლომატებთან

ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლები განაგრძობენ მოლაპარაკებას უცხოელ დიპლომატებთან
იმასთან დაკავშირებით, რომ ჩრდილოეთი კორეის მოქალაქეებმა ბოლო ხანს რამდენიმეჯერ სცადეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე დასავლეთის ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებში შეღწევა. ჩრდილო-აღმოსავლეთი ჩინეთის ქალაქ შენიანიდან აშშ-ის საკონსულო იუწყება, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის სამი მოქალაქის ბედთან დაკავშირებით. მათ დასავლეთში პოლიტიკური თავშესაფრის მიღება სურთ. პეკინში კანადის საელჩოს თავს აფარებს ჩრდილოეთი კორეის კიდევ ორი მოქალაქე. ჩინეთსა და კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკას გაფორმებული აქვთ შეთანხმება გაქცეულთა ექსტრადიციის შესახებ.
XS
SM
MD
LG