Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის რადიოს ცნობით, ამ ქვეყნის


ისრაელის რადიოს ცნობით, ამ ქვეყნის არმიამ დღეს დაიწყო შინ დაბრუნება თადარიგის იმ სამხედრო მოსამსახურეებისა,

ისრაელის რადიოს ცნობით, ამ ქვეყნის არმიამ დღეს დაიწყო შინ დაბრუნება თადარიგის იმ სამხედრო მოსამსახურეებისა,
რომლებიც გასულ კვირაში, ღაზის სექტორში ჩატარებულ ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად გაიწვიეს. ეს ცნობა მოჰყვა ისრაელის განცხადებას ხსენებული ოპერაციის შეჩერების შესახებ. მიღებული ინფორმაციით, ისრაელის ამ ნაბიჯზე დიდი გავლენა იქონია აშშ-ის ზეწოლამ. დღესვე ისრაელმა კმაყოფილება გამოთქვა სამი არაბული ქვეყნის ლიდერთა განცხადების გამო, რომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში არაბული სახელმწიფოები “ძალადობის ყველა ფორმას” ჰგმობენ. ისრაელის პრემიერ-მინისტრის არიელ შარონის პრესმდივანმა რაანან გისინმა აღნიშნა, რომ ეს განცხადება ხელს შეუწყობს სამშვიდობო მოლაპარაკების განახლებას. ეგვიპტის საკურორტო ქალაქ შარმ-ელ-შეიხში შეხვედრის შემდეგ მასპინძელი ქვეყნის, საუდის არაბეთისა და სირიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ არაბები მზად არიან, ისრაელთან მშვიდობა დაამყარონ, თუ ამ უკანასკნელის ჯარები ოკუპირებულ ტერიტორიებს დატოვებს.
XS
SM
MD
LG