Accessibility links

logo-print

აღმოსავლეთი ავღანეთის მთიანეთში დიდი ბრიტანეთის


აღმოსავლეთი ავღანეთის მთიანეთში დიდი ბრიტანეთის საზღვაო ქვეითი ჯარის მოსამსახურეები განაგრძობენ სამძებრო ოპერაციას,

აღმოსავლეთი ავღანეთის მთიანეთში დიდი ბრიტანეთის საზღვაო ქვეითი ჯარის მოსამსახურეები განაგრძობენ სამძებრო ოპერაციას,
რომლის მიზანია თალიბებისა და “ალ ყაიდის” მებრძოლთა დარჩენილი რაზმების პოვნა. დღეს ბრიტანელმა ჯარისკაცებმა იპოვეს და გაანადგურეს იარაღისა და ტყვია-წამლის კიდევ ერთი მსხვილი სამალავი. სარდლობა იმედოვნებს, რომ ოპერაციის დასრულება უახლოეს დღეებში გახდება შესაძლებელი. როგორც სარდლობის წარმომადგენელმა ბენ კარიმ განაცხადა, მოწინააღმდეგესთან შეტაკებები არ გამართულა. ავღანეთის ისლამური პრესის სააგენტოს ცნობით, აღმოსავლეთი ავღანეთის ქალაქ ხოსტში ანტიტერორისტული კოალიციის ჯარებმა დაიკავეს ადგილობრივი საველე მეთაურის მომხრეთა რადიოსადგური, რომელიც ანტისამთავრობო პროპაგანდას ეწეოდა.
XS
SM
MD
LG