Accessibility links

logo-print

აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების გზები მოლაპარაკების


აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების გზები მოლაპარაკების ერთ-ერთი თემა იქნება რუსეთში აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ვიზიტისას,

აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების გზები მოლაპარაკების ერთ-ერთი თემა იქნება რუსეთში აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ვიზიტისას,
რომელიც 23 მაისს დაიწყება. ამის შესახებ ედუარდ შევარდნაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან გაიხსენა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გამონათქვამები, რომ აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და რომ იგი მზად არის, ხელი შეუწყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას აფხაზეთში მცხოვრები ხალხების ინტერესთა გათვალისწინებით. საქართველოს პრეზიდენტის აზრით, ასეთი განცხადებები იმედს იძლევა, რომ რუსეთი არ იქნება ის ძალა, რომელიც ხელს შეუშლის აფხაზეთის პრობლემის მოგვარებას.
XS
SM
MD
LG