Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის წამყვანი პარტია პალესტინელთა სახელმწიფოს წინააღმდეგია


ისრაელის წამყვანმა, ლიკუდის, პარტიამ კენჭი უყარა რეზოლუციას, რომელიც უარყოფს პალესტინელთა უფლებას, ჰქონდეთ საკუთარი სახელმწიფო.

ეს გადაწყვეტილება მემარჯვენე პარტიისა მით უფრო მოულოდნელი იყო, რადგან ამ პარტიის წარმომადგენელია ისრაელის ახლანდელი პრემიერი არიელ შარონი. რომლის სასტიკ მარცხად შეფასდა ლიკუდის ეს განცხადება. მიმომხილველებმა შარონთან ერთად ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის, უფრო სწორად, მისი პოზიციის უგულებელყოფა იხილეს ამ რეზოლუციის მიღებაში.
ვაშინგტონი პალესტინელთა სახელმწიფოს შექმნას, როგორც ცნობილია მხარს უჭერს. თვითონ შარონი პარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომამდე სიტყვით გამოვიდა პარტიის წევრების წინაშე და შეეცადა დაერწმუნებინა იქ მყოფნი, რომ ამგვარი გადაწყვეტილება ისრაელს არ წაადგება. მაგრამ შარონის ამგვარ მოწოდებას იქ მყოფნი უკმაყოფილო შეძახილებით შეხვდნენ. ამ ანტიპალესტინური რეზოლუციის ავტორი პარტიის შიგნათ შარონის კონკურენტი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეტანიაჰუა, კაცი, რომელსაც ახლა უკეთესი პოლიტიკური რეიტინგი აქვს და ალბათ მომენტით სარგებლობა თუ სურს. ისრაელში შარონის და ნეტანიაჰუს დუელი ცნობილიაი ისიც ყველამ იცის, რომ არც ერთი და არც მეორე პოლიტიკოსი არ არის პალესტინელთა სახელმწიფოს თავგამოდებული მომხრე, მაგრამ ორივეს სხვადასხვა პირობებში მოუწია ეღიარებინა, რომ პალესტინელ ხალხს საკუთარი სახელმწიფო სჭირდება. ნეტანიაჰუმ 1999-ში პრემირის პოსტის დაკარგვის შემდეგ გამოაცხადა, რომ პალესტინელთა სახელმწიფო არ რგებს ისრაელს. შარონმა, დაიკავა რა შარშან პრემიერმინისტრის სკამი, აღიარა სახელმწიფოს იდეა, თუმცა პალესტინელთა ტერიტორიული პრეტენზიების მინიმუმის გათვალისწინებით.
ბენიამინ ნეტანიაუს ლოგიკა, რომლითაც ის წარდგა მისი პოლიტიკის მომხრეთა წინაშე ასეთია: [ნეტანიაუს ხმა]
“პალესტინლთა სახელმწიფოსთვის “ჰოს” თქმა ისრაელის სახელმწიფოსთვის “არას” თქმაა, ისრაელის სახელმწიფოსთვის “ჰოს” თქმა კი, პალესტინელთა სახელმწიფოსთვის არას ნიშნავს”.

საინტერესო ამ დაპირისპიერებაში, რომელიც, ჩანს, პალესტინელთათვისა და საერთოდ ახლო აღმოსავლეთის მშვიდობისათვის არის პირველ რიგში სავალალო, აღსანიშნავია შარონის პოზიცია, რომელიც, კაცმა რომ თქვას, ნეტანიაუჰსას ბევრად არ შორდება, ალბათ უფრო მოქნილი და შეფარულია. [შარონის ხმა] “პალესტინელთა ავტონომია უნდა გარდაიქმნას საფუძვლიანად, უშიშროების, ეკონომიკის, სამართლებრივ, სოცალურ სფეროებში, მან საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა უნდა იკისროს, ჩვენ ვერ ვიცხოვრებთ მშვიდობიანად კორუმპირებულ ტერორისტებთან და დიქტატურასთან. ის სხვაგვარი ხელისუფლება უნდა გახდეს”.
საინტერესოა ასევე ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის შიმონ პერესის აზრი. შეგახსენებთ, რომ პერესი შრომის პარტიის წევრია. პერესის თქმით, ლიკუდის პარტიის გადაწყვეტილება ისრაელის სახელმწიფოსთვის ტრაგიკულია.
პალესტინელების თვითმმართველობის წარმომადგენელმა საებ ერექატმა პარტიის გადაწყვეტილებას ძალიან საშიში განვითარება უწოდა. მისი თქმით, ამ აქტმა აშკარა გახადა, რომ ისრაელის სამხედრო ოპერაცია, როგორც ის უწოდებს, ტერორიზმის წინააღმდეგ ომი კი არა, არამედ პალესტინელთა ტერიტორიების ოკუპაციის შენარჩუნებაა.

ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, ბრიუსელში, არაერთმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ლიკუდის გადაწყვეტილება საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციას არ ემთხვევა. და რომ ამოსავალი გაეროს რეზოლუციაა ახლო აღმოსავლეთში ორი სახელმწიფოს შესახებ.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG