Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი დღეს


ისრაელის პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი დღეს კნესეტის, პარლამენტის წინაშე გამოვიდა და თქვა,

ისრაელის პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი დღეს კნესეტის, პარლამენტის წინაშე გამოვიდა და თქვა,
რომ ისრაელი ინარჩუნებს უფლებას, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე განაგრძოს სამხედრო ოპერაციები ისლამისტი ექსტრემისტების წინააღმდეგ.
ის თავის გამოსვლაში პალესტნელთა სახელმწიფოს შექმნის საკითხს არ შეხებია, თქვა მხოლოდ, რომ პალესტინელებთან მოლაპარაკებას გააგრძელებს, როცა ისრაელის წინააღმდეგ ტერაქტები შეწყდება და პალესტინელთა თვითმმართველობა გარდაიქმნება. [შარონის ხმა] “როცა დავინახავთ, როგორ მართავენ პალესტინელები თავიანთ საზოგადოებას, თავიანთ ავტონომიას, როცა დავინახავთ, რომ ისინი მართლაც მშვიდობას ეძებენ, იმედია ეს ასე იქნება, მაშინ შეგვეძლება ვილაპარაკოთ ჩვენი მუდმივი გარიგების ხასიათზე.”
დღე ისრაელის არმიის მორიგი შეტევის დროს პალესტინელთა ტერიტორიებზე მოკლეს ორი პალესტინელი და დაპატიმრეს 13.
XS
SM
MD
LG