Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის


შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის წარმომადგენელმა თქვა,

შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის წარმომადგენელმა თქვა,
რომ საერთაშორისო თანამეგობრობას აქვს უფლება გაარკვიოს, რა სტადიაშია ერაყი მასობრივი განადგურების იარაღის შექმნის მხრივ. თეთრი სახლის თანამშრომლის არი ფლაიშერის თანახმად, ერაყმა გაეროს ექსპერტების ჯგუფს ნება უნდა მისცეს ჩაატარონ ქვეყანაში შემოწმება.
არი ფლაიშერმა ამასთან დადებითი შეფასება მისცა გაეროს უშიშროების საბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებას.
გაეროს უშიშროების საბჭომ დღეს კენჭი უყარა ერაყის მიმართ დაწესებული სანქციების გადასინჯვის საკითხს. კენჭისყრა იყო ფარული. გადასინჯვას მიემხრო საბჭოს15 წევრი.
ერაყის სანქციების გადასინჯვის მიზანია, ერაყის მოქალაქეებს მიეწოდოს სამოქალაქო დანიშნულების საქონელი.
XS
SM
MD
LG