Accessibility links

logo-print

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის


საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ჯემალ გახოკიძე პოზიტიურ მოვლენად აფასებს

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ჯემალ გახოკიძე პოზიტიურ მოვლენად აფასებს
სამშაბათს რეიკიავიკში რუსეთი-ნატოს საბჭოს შექმნას, სადაც რუსეთი და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები ითანამშრომლებენ როგორც თანაბარი პარტნიორები ურთიერთინტერესებში შემავალ სფეროებში.
პრაიმ-ნიუსთან ინტერვიუში ჯემალ გახოკიძემ თქვა, რომ “საქართველოსთვის ასეთი ინტეგრაცია სავსებით მისაღებია”. სამიტი რუსეთი-ნატო 28 მაისს რომში გაიმართება.
ჯემალ გახოკიძემ ასევე სურვილი გამოთქვა, რომ რუსეთმა მონაწილეობა მიიღოს ვაზიანში ივნისში დაგეგმილ სწავლებებში ნატოს პროგრამა “პარტნიორობა მშვიდობისათვის” ფარგლებში. რუსეთი არ არის იმ 16 ქვეყანას შორის, რომლებმაც უკვე თანხმობა განაცხადეს ამ სწავლებებში მონაწილეობაზე.
XS
SM
MD
LG