Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”თეირანისთვის კასპიის შელფის პრობლემის ნებისმიერი


”თეირანისთვის კასპიის შელფის პრობლემის ნებისმიერი მოგვარება მიუღებელია კასპიის ზღვისპირა ყველა ქვეყნის მონაწილეობის გარეშე”

”თეირანისთვის კასპიის შელფის პრობლემის ნებისმიერი მოგვარება მიუღებელია კასპიის ზღვისპირა ყველა ქვეყნის მონაწილეობის გარეშე”
– განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ირანმა გააკრიტიკა კასპიის ზღვის თაობაზე ორმხრივი შეთანხმება, რომელსაც რუსეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტებმა, ვლადიმირ პუტინმა და ნურსულთან ნაზარბაევმა მოაწერეს ხელი ორშაბათს. როგორც ვარაუდობენ, მიმდინარე კვირაში კასპიის ზღვის დანაწილების შესახებ იქნება მსჯელობა თეირანში აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის ვიზიტის დროს. აზერბაიჯანმა დასავლეთის კომპანიების მონაწილეობით უკვე დაიწყო კასპიის ზღვაში აღმოჩენილი ნავთობისა და გაზის მოპოვება. ირანს მიაჩნია, რომ ჯერ უნდა გადაიჭრას კასპიის შელფის დანაწილების პრობლემა.
XS
SM
MD
LG