Accessibility links

logo-print

მადრიდში ევროპის კავშირისა და ლათინური


მადრიდში ევროპის კავშირისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების ლიდერთა სამიტის წინ თავიდან იქნა აცილებული მსხვილი ტერაქტი.

მადრიდში ევროპის კავშირისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების ლიდერთა სამიტის წინ თავიდან იქნა აცილებული მსხვილი ტერაქტი.
როგორც ესპანეთის პოლიცია იტყობინება, ტერაქტს ამზადებდნენ ბასკი სეპარატისტები ორგანიზაცია ეტა-დან. დაპატიმრებულია ორი ეჭვმიტანილი. ბინაში, რომელშიც ისინი იმალებოდნენ, აღმოჩენილია დახლოებით 200 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება, ავტომატური იარაღი და ყალბი საბუთები. ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს ახლახან გატაცებულ ავტომობილშიც, რომელიც ტერორისტებმა მადრიდის გარეუბანში მიატოვეს. ეძებენ კიდევ ერთ ეჭვმიტანილს. სამიტში, რომელიც პარასკევს დაიწყება, ევროპისა და ლათინური ამერიკის 40 ქვეყნის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას.
XS
SM
MD
LG