Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელთა ლიდერი იასირ არაფატი დღეს


პალესტინელთა ლიდერი იასირ არაფატი დღეს პალესტინელთა მმართველობის ფართო მასშტაბის პოლიტიკური რეფორმების მოწოდებით გამოვიდა.

პალესტინელთა ლიდერი იასირ არაფატი დღეს პალესტინელთა მმართველობის ფართო მასშტაბის პოლიტიკური რეფორმების მოწოდებით გამოვიდა.
არაფატი რამალაში გამოვიდა საგანგებო სხდომაზე, რომელიც მიეძღვნა 54 წლის წინ 700 ათასი პალესტინელის აყრას საკუთარი საცხოვრებელი ადგილებიდან ისრაელის სახელმწიფოს შექმნის პერიოდში ბრძოლისას. არაფატმა დაგმო ისრაელის წინააღმდეგ ძალადობა და თქვა, რომ ასეთი მოქმედება ზიანს აყენებს პალესტინელთა სახელმწიფოებრიობას. არაფატის თქმით, საჭიროა პალესტინელთა პოლიტიკისა და ორგანიზაციების გადაფასება, რათა, მისი სიტყვებით, პალესტინელთა სახელმწიფოსკენ მიმავალი გზის ”შესწორება” მოხდეს. [არაფატის ხმა] ”მე მოვითხოვ, რომ გადავხედოთ ჩვენს ეროვნულ ვითარებას, პალესტინის ავტონომიას, ყველა ადმინისტრაციულ, სამინისტრო და უშიშროების ფორმაციას.” ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა დღეს განაცხადა, რომ პალესტინის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები არ განახლდება, სანამ არ მოხდება, მისი სიტყვებით, არაფატის ”კორუმპირებული რეჟიმის” რეფორმირება. ევროპის კავშირი მიესალმა არაფატის ინიციატივას. შეერთებული შტატები უფრო საქმით არის დაინტერესებულიო, განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.
XS
SM
MD
LG