Accessibility links

logo-print

ჩეჩნეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა ზაფხულის დამთავრებამდე


ჩეჩნეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა ზაფხულის დამთავრებამდე ინგუშეთში, კარვებში მცხოვრები ყველა ლტოლვილი დააბრუნოს სამშობლოში.

ჩეჩნეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა ზაფხულის დამთავრებამდე ინგუშეთში, კარვებში მცხოვრები ყველა ლტოლვილი დააბრუნოს სამშობლოში.
ამის შესახებ დღეს გაეროს დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა ჩეჩნეთის მთავრობის ხელმძღვანელმა სტანისლავ ილიასოვმა. სხვადასხვა მონაცემებით, ინგუშეთში რამდენიმე ათეული ათასიდან 170 ათასამდე ჩეჩენი ლტოლვილი იმყოფება. ილიასოვმა განაცხადა, რომ გაეროს წარმომადგენლებთან მიღწეულია აგრეთვე შეთანხმება ახლომდებარე რაიონებიდან ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანამშრომელთა ჩეჩნეთში გადაყვანის შესახებ. მათ უშიშროებას უფასოდ უზრუნველყოფენ მსროლელთა საკომენდანტო როტები.
XS
SM
MD
LG