Accessibility links

logo-print

ავღანეთში 18 ბრიტანელ სამხედრო მოსამსახურეს


ავღანეთში 18 ბრიტანელ სამხედრო მოსამსახურეს შეეყარა უცნობი დაავადება,

ავღანეთში 18 ბრიტანელ სამხედრო მოსამსახურეს შეეყარა უცნობი დაავადება,
რომლის სიმპტომები, მედიკოსების თქმით, მუცლის ტიფისას წააგავს. 300-ზე მეტი ადამიანი კარანტინში იმყოფება. რვა დაავადებული ბრიტანეთსა და გერმანიაში გადააფრინეს. ავღანეთში ბრიტანეთის სამხედრო კონტინგენტის სარდლის, ბრიგადის გენერალ როჯერ ლეინის ცნობით, ყველა ავადმყოფი ბაგრამის საავიაციო ბაზასთან მდებარე სამხედრო-საველე ჰოსპიტლის პერსონალის წევრია. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც გამორიცხავს ბიოლოგიური ტერაქტის შესაძლებლობას.
XS
SM
MD
LG