Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მოელის პოლიტიკურ ექსტრემიზმს აღმოსავლეთი ევროპის ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში


დასავლეთი ევროპა, ანუ ევროპის ის ნაწილი,

რომლის ხალხმა უფრო დიდხანს იცხოვრა კაპიტალისტურ სისტემაში, ბოლო ხანს დაუპირისპრდა ისეთ პრობლამას, როგორიც
ულტრამემარჯვენეობაა. დასავლეთი ევროპის ქვეყანებში, ხელისუფლების სათავეში სოციალ-დემოკრატებს ნელნელა ცვლიან მემარჯვენე ცენტრისტული, ან კონსერვატული ან მსგავსი პარტიებმა. თითქმის ყველა მათგანი ულტრამემარჯვენეების დახმარებით, მათთან ერთად, ხდება სახელმწიფოს მმართველი ძალა. ასე მოხდა ეს იტალიაში თუ დანიაში, პორტუგალიაში თუ სულ ორი დღის წინ ნიდერლანდებში, ესპანეთში და სხვა. საფრაგეთში, როგორც გახსოვთ, ნაციონალური ფრონტის კანდიდატმა თანაბარი კონკურენცია გაუწია ყველა სხვა ძალას. ჟაკ შირაკი მხოლოდ იმიტომ აირჩიეს ფრანგებმა, რომ არ სურდათ ნაციონალისტი პრეზიდენტი ჰყოლოდათ. ნიდერლანდებში მემარჯვენე პოპულისტი, რომელიც მაჰმადიანური ქვეყნებიდან ემიგრაციის წინააღმდეგი იყო და ცხოველთა კომერციული მიზნით მოშენების და ხოცვის აკრძალვის გაუქმება სურდა, და რომელიც მემარცხენეთა საუბედუროდ მოკლეს, სიძლიერით მეორე პოლიტიკური ძალის დამაარსებელი გამოდგა. ასეა დასავლეთ ევროპაში. იმის გამო, რომ გლობალიზაცია ძალაშია, პოლიტიკური ექსტრემიზმი ახლებურად შლის ფრთებს აღმოსავლეთ ევროპაშიც. აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნების მთავრობები, რადაც უნდა დაუჯდეთ, ცდილობენ ასიამოვნონ დასავლეთს და მის თავდაცვით თუ ეკონომიკური ხასიათის ორგინაზაციებში შეღწევას ლამობენ. მათ უყენებენ პირობებს და მათი შესრულება-შეუსრულებლობაზეა დამოკიდებული მათი გაწევრიანება, მაგალითად, ევროპის კავშირში, ან ევროპის საბჭოში.
ევროპის ამ არეალის ქვეყნები, ძირითადად ეროვნული სახელმწიფოებია, რომლებიც ხალხთა თვითგამორკვევის პრინციპის გაბატონების და შუა ევროპის კულტურული ერთობის დარღვევის შემგომ წარმოიქმნა. მათი თვითგამორკვევა ყოველ შემხთვევაში ახლა იმ სტადიაშია, რომ უამრავი ეკონომიკური პრობლემა აქვთ მოსაგვარებელი და მათი გადაჭრის გარეშე პოლიტიკური ცხოვრება დამოუკიდებლად ვერ არსებობს. საარჩევნო კამპანიები, პარტიების აქციები, მათ ფულად პოტენციალზეა დამოკიდებული. პარტია კი ვერ იქნება მდიდარი, თუკი არ ჰყავს კაპიტალის სამყაროში მძლავრი მომხრეები, ან თუკი ცოტა ხნით მაინც ვერ გაჩერდა ხელისუფლებაში. სოციალისტური სისტემის რღვევის გარიჟრაჟზე, 90-იან წლებში, ნაციონალიზმმა, რისგანაც შემდგომ ისაზრდოა მემარჯვენეობამ, ზოგან ცოტა ხნით ინერციით, ზოგან ხანგძლივად - თავისი თავის განხორციელება შესძლო. ის აუცილებელი იყო განსაკუთრებით იქ, სადაც ეს ფენომენი იკრძალებოდა და რეაქციულ პოლიტიკურ მიმართულებად ითვლებოდა, მაგალითად, საბჭოთა კავშირში. იმის გამო, რომ ეს ნაციონალიზმები თითოეული ადამინის პირად თავისუფლებას ვერ უზრუნველყოფდა და ამასთან მასებს იდეალიზმისთვის არ ეცალა, მალევე მოხდა შემობრუნება ბევრ სახელმწიფოში, ზოგან გარეშე ძალების ჩარევით, ზოგან ადგილბრივი მემარცხენეების გამჭრიახობით, მათი დროშები დაიხა.

ყველაზე აშკარა ნიშანი მემარჯვენე რადიკალიზმებისა და ნაციონალიზმებისა, ამ მიმართულებების პარტიების სახით ჩამოყალიბებული გაერთიენებებისა, ის არის, რომ ისინი, ხედავენ რა, რომ მათი გაპარპაშება არ იქნება კარგ ტონად მიჩნეული, შეფარულ ძალებად გადაიქცევიან. მათ იდეებს, მათ ლოზუნგებს, ზოგჯერ უბრალოდ მხოლოდ დასახელებებს, იყენებენ სხვა პოლიტიკური ჯგუფები, ისინი, ვინც სინამდვილეში არ არიან ნაციონალისტები და პატრიოტები, მაგრამ იციან, რომ ამგვარად წმინდა ნაციონალისტების მომხრეები შეუძლიათ გადაიბარონ.
ამ აზრს ასე გამოხატავს სლოვენიის ლიუბლანის უნივერსიტეტის სოციოლოგიის პროფესორი რუდოლფ რიცმანი. [რიცმანის ხმა] "ცნობილმა პარტიებმა, ზომიერებს ვგულისხმობ, მარჯნივ და მარცნივ, მოახერხეს ნაწილობრივ წაერთმიათ ექსტრემისტებისთვის თემები, როგორიცაა ემიგრაციის და ეთნიკურ უმცირესობათა საკითხები და მათი შერბილება შესძლეს."

თუკი საქართველოს პოლიტიკური პარტიების სპექტრს დაუკვირდებით, ამ ტენდენციებს იქაც იოლად შენიშნავთ. მემარჯვენე და ცენტრისტული, არც თუ იშვიათად მემარცხენე პარტიების ეს, ასევ ვთქავთ, უპრინციპობა მომხრეთა რაოდენობის გაზრდის მიზნით, ხშირად ისედაც რადიკალური მსოფლმხედველობის ჯგუფების კიდევ უფრო რადიკალიზაციას იწვევს. ამგვარი რადიკალური ჯგუფების მომხრეთა რიცხვი მცირდება ხოლმე, მაგრამ ისინი არსებობას განაგრძობენ.
საინტერესო მაგალითია ჩეხეთი, სადაც ნაციონალისტური მიდრეკილება მთელმა პარლამენტმა გამოავლინია. ახლახან ჩეხეთის კანონმდებელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ კვლავ მისცა ხმა ეგრეთწოდებული ბენეშის დეკრეტების ძალაში დატოვებას. დეკრეტების ძალით, ამ ქვეყნის მთავრობამ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მთლიანად განდევნა ჩეხლოსლოვაკიის ეთნიკური ნიშნის მიხედვით გერმანელი და უნგრელი მოქალაქეები, მათი ქონება კი სახელმწიფოს გადაეცა.
აღმოსავლეთი ევროპის ექსტრემისტული პარტიების ექსპერტს მიხაელ შარიფს მოუსმინეთ: [შარიფის ხმა] 051010 " შეიძლება გაუთავებლად დავა იმაზე, რა გვირჩევნია, ნაციონალისტები, რომელთაც მცირე წარმომადგენლობა აქვთ, იზოლირებული და თითით საჩვენებელი არიან, თუ როგორც ეს რუმინეთში ხდება, წამყვან პარტიაში ირიცხებოდეს ისეთი ხალხი, როგორიცაა ილიე ნიაკშუ, ანტისემიტური გაზეთის მთავარი რედაქტორი, რომლებიც ერთბაშად დიდ სოციალ-დემოკრატებად გადაიქცნენ."
ამაზე დავა მართლაც შეიძლება.
არჩევნებს კი ელის მთელი აღმოსავლეთი ევროპა, ჩეხეთში ივნისშია დანიშნული საპარლატამენტო არჩევნები, მომავალ თვეებში ურნებთან მივლენ სლოვაკელები, ბოსნიელები, მაკედონიელები და შეიძლება სერბებიც.
სლოვენიელი პროფესორი რიცმანი თვლის, რომ დღევანდელი გლობალიზაცია, რომელიც პოლიტიკის სფეროშიც მოქმედებს, შეიძლება კარგად გამოიყენონ რადიკალებმა მემარჯვენეთა და მემარცხენეთა შორის. ისე, რომ დემოკრატიისა და პროდასავლური მიმართულებით ამ ქვეყნების განვითარება შეყოვნდეს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG