Accessibility links

logo-print

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ოფიცრის, პოლკოვნიკ


აშშ-ის შეიარაღებული ძალების ოფიცრის, პოლკოვნიკ რობერტ უოლტერმაიერის განცხადებით,

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ოფიცრის, პოლკოვნიკ რობერტ უოლტერმაიერის განცხადებით,
ამ ქვეყნის სამხედრო ინსტრუქტორები საქართველოში დაახლოებით ორ წელიწადს დარჩებიან, მაგრამ პანკისის ხეობაში არ შევლენ. ეს განცხადება უოლტერმაიერმა რუსეთის ტელევიზიისთვის თბილისიდან მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, ამერიკელი სამხედროები, რომელთა დახმარებით ხორციელდება საქართველოს შეიარაღებული ძალების “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამა, კავკასიაში 21 თვეს დაჰყოფენ. პოლკოვნიკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში ამერიკელი ჯარისკაცების ყოფნის ერთადერთი მიზანი “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის განხორციელებაა და ისინი მონაწილეობას არ მიიღებენ არავითარ სამხედრო ოპერაციებში.
XS
SM
MD
LG