Accessibility links

აშშ-მა ეკონომიკური სანქციები შემოიღო სომხეთის


აშშ-მა ეკონომიკური სანქციები შემოიღო სომხეთის, მოლდავეთისა და ჩინეთის იმ კომპანიებისა და მეწარმეების მიმართ,

აშშ-მა ეკონომიკური სანქციები შემოიღო სომხეთის, მოლდავეთისა და ჩინეთის იმ კომპანიებისა და მეწარმეების მიმართ,
რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ირანთან თანამშრომლობაში. ეს თანამშრომლობა უკავშირდება ირანისთვის მასობრივი განადგურების იარაღის საწარმოებლად აუცილებელი მასალებისა და ტექნოლოგიების მიწოდებას. დღეიდან ამ კომპანიებს ეკრძალებათ შეერთებულ შტატებში თავიანთი პროდუქციის შეტანა და აშშ-ის სამთავრობო დახმარების მიღება. გაუკეთა რა კომენტარი მთავრობის ამ გადაწყვეტილებას, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა რიჩარდ ბაუჩერმა განაცხადა, რომ როგორც სომხეთის, ისე მოლდავეთის ხელისუფალნი გაგებით მოეკიდნენ შეერთებული შტატების ნაბიჯს და რომ სანქციები ეხება არა ქვეყნებს, არამედ ცალკეულ კომპანიებსა თუ პირებს.
XS
SM
MD
LG