Accessibility links

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ვალერი


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ვალერი არშბა აცხადებს, რომ გუშინ ჩატარებული ერთდღიანი ტაქტიკურ-ტექნიკური სწავლების შესახებ,

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ვალერი არშბა აცხადებს, რომ გუშინ ჩატარებული ერთდღიანი ტაქტიკურ-ტექნიკური სწავლების შესახებ,
რომელიც რესპუბლიკის ტერიტორიაზე დივერსიულ-ტერორისტული ჯგუფების შესაძლო შეჭრისთვის მზადებას ითვალისწინებდა, გაეროს სამხედრო მეთვალყურეთა მისია ინფორმირებული იყო. პრაიმ-ნიუსთან ინტერვიუში არშბამ თქვა, რომ სწავლების დროს “გრადის” ტიპის სარაკეტო-ზალპური დანადგარი გამოიყენეს. მოგვიანებით მისიის ხელმძღვანელმა კაზი აშფაკმა დაადასტურა, რომ რეზერვისტთა სწავლების ჩატარების შესახებ აფხაზთა მხარემ მას დროულად აცნობა. დღესვე სოხუმის მთავრობის პირველი ვიცე-პრემიერი რაულ ხაჯიმბა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლკის თავდაცვის მინისტრად დაინიშნა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ვლადიმერ მიქამბა, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ასაკთან დაკავშირებით, თანამდებობიდან საკუთარი სურვილით გადადგა. ამის შესახებ პრაიმ-ნიუსი იტყობინება.
XS
SM
MD
LG