Accessibility links

logo-print

პაკისტანის პოლიცია დარწმუნებულია, რომ მიაგნო


პაკისტანის პოლიცია დარწმუნებულია, რომ მიაგნო ისლამისტი ექსტრემისტების მიერ მოკლული ამერიკელი ჟურნალისტის, დენიელ პერლის გვამს.

პაკისტანის პოლიცია დარწმუნებულია, რომ მიაგნო ისლამისტი ექსტრემისტების მიერ მოკლული ამერიკელი ჟურნალისტის, დენიელ პერლის გვამს.
დღეს კარაჩის გარეუბანში გახსნეს სამარხი, რომელშიც თავმოჭრილი გვამი აღმოჩნდა. გვამის ამოცნობა ამერიკის საკონსულოს ორი თანამშრომლის თანდასწრებით ხდება. სამარხის ადგილი სამმა მკვლელობაში ეჭვმიტანილმა მიუთითა. დღესვე პოლიციამ შეძლო იმ ადგილის პოვნა, სადაც პერლი ჰყავდათ დამწყვდეული. სახლი იმ ადგილის მახლობლად მდებარეობს, სადაც დამარხეს გვამი მკვლელებმა. ”უოლ სტრიტ ჯორნალის” კორესპონდენტი დენიელ პერლი 23 იანვარს გაიტაცეს კარაჩიში. თებერვალში ამერიკის საკონსულომ პერლის სიკდილით დასჯის ამსახველი ვიდეოფირი მიიღო. პერლის მკვლელობის ბრალდებით პაკისტანის სასამართლოს წინაშე 4 ისლამისტი ესტრემისტი წარდგა.
XS
SM
MD
LG