Accessibility links

აშშ-ის პრეზიდენტმა გადაჭრით უარყო ბრალდებები


აშშ-ის პრეზიდენტმა გადაჭრით უარყო ბრალდებები, თითქოს მისმა ადმინისტრაციამ სათანადო რეაგირება არ მოახდინა 11 სექტემბრამდე მიღებულ გამაფრთხილებელ ნიშნებზე.

აშშ-ის პრეზიდენტმა გადაჭრით უარყო ბრალდებები, თითქოს მისმა ადმინისტრაციამ სათანადო რეაგირება არ მოახდინა 11 სექტემბრამდე მიღებულ გამაფრთხილებელ ნიშნებზე.
ჯორჯ ბუში გამოეხმაურა პოლიტიკური ოპონენტების მოწოდებებს, დაიწყოს გამოძიება ბრალდებებთან დაკავშირებით, რომ 6 აგვისტოს ვაშინგტონის ადმინისტრაციამ მიიღო ინფორმაცია ”ალ-ყაიდის” ტერორისტების მიერ თვითმფრინავის გატაცების შესაძლო გეგმის თაობაზე. როგორც ბუშმა აღნიშნა: [ბუშის ხმა] ”რომ მცოდნოდა, რომ მტერი აპირებდა თვითმფრინავების გამოყენებას იმ საბედისწერო დილას ადამიანების დასახოცად, ყველა ღონეს ვიხმარდი, რათა დამეცვა ამერიკელი ხალხი”. ”ალ-ყაიდის” მიერ შეერთებული შტატების დედაქალაქზე მსგავსი თავდასხმის მოწყობის შესაძლებლობაზე იყო ლაპარაკი აგრეთვე 1999 წელს შედგენილ ვრცელ გამოკვლევაში, რომელიც კონგრესის ბიბლიოთეკის კვლევითმა განყოფილებამ მოამზადა ”ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს” დაკვეთით. მაგრამ როგორც თეთრი სახლის პრეს-მდივანმა, არი ფლაიშერმა აღნიშნა, 2001 წლის იანვარში, როცა ბუშის ადმინისტრაციამ ეს გამოკვლევა მიიღო, ის არ შეშფოთებულა, რადგან საქმე ეხებოდა არა დაზვერვის ინფორმაციას, არამედ ფსიქოლოგიურ გამოკვლევას.
XS
SM
MD
LG