Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბეირუთში დამთავრდა არაბული ლიგის ორდღიანი


ბეირუთში დამთავრდა არაბული ლიგის ორდღიანი შეხვედრა.

ბეირუთში დამთავრდა არაბული ლიგის ორდღიანი შეხვედრა.
ლიგის გენერალურ მდივან ამრ მუსას განცხადებით, ძნელი იქნება მონაწილეობა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო კონფერენციაში, ვიდრე ისრაელი განაგრძობს – მუსას სიტყვებით – ”ოკუპაციას, ხოცვასა და საბოტაჟს” მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე და ღაზის სექტორში. როგორც მუსამ თქვა: [ამრ მუსას ხმა] ”ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჯერ კიდევ ძალიან მძიმეა. ოკუპაცია და ადამიანების ხოცვა გრძელდება და სანამ ეს გრძელდება, ძნელია სამიტებსა და ინიციატივებზე მსჯელობა. ეს არის მთავარი წინაპირობა: სანამ ძალადობა არ დამთავრდება, წინ ვერ წავალთ.” ეს სიტყვები მუსამ წარმოთქვა ბეირუთში, სადაც დღეს არაბული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების 2-დღიანი შეხვედრა დამთავრდა. მაისში შეერთებული შტატები, ევროკავშირი და რუსეთის გამოვიდნენ ინიციატივით, გაიმართოს საერთაშორისო კონფერენცია ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების განსახილველად – მაგრამ არაბმა მინისტრებმა უარი თქვეს მონაწილეობაზე. ბეირუთის მოლაპარაკებების მთავარი თემა იყო საუდის არაბეთის სამშვიდობო ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს ისრაელთან არაბული ქვეყნების ურთიერთობის ნორმალიზებას იმის სანაცვლოდ, რომ ისრაელი დაიხევს 1967 წლის ომში დაპყრობილი ტერიტორიებიდან. მუსას თქმით, მომავალი მოლაპარაკებისა თუ პოლიტიკური ნაბიჯების საფუძველი უნდა იყოს საუდის არაბეთის ინიციატივა.
XS
SM
MD
LG