Accessibility links

logo-print

ჰეიდარ ალიევმა პირობა დადო, რომ


ჰეიდარ ალიევმა პირობა დადო, რომ გააუმჯობესებს თავისი ქვეყნის ურთიერთობებს ირანთან.

ჰეიდარ ალიევმა პირობა დადო, რომ გააუმჯობესებს თავისი ქვეყნის ურთიერთობებს ირანთან.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი 3 დღით ეწვია ირანს. შეხვედრების მთავარი თემაა კასპიის ზღვის რესურსების განაწილების პრობლემა. როგორც ალიევმა ირანის პრეზიდენტ მოჰამად ხათამისთან მოლაპარაკების დასაწყისში აღნიშნა, მისი ვიზიტის მიზანია ორ ქვეყანას შორის ”მეგობრობის გაღრმავება”. გასულ თვეში აშხაბადში უშედეგოდ დამთავრდა კასპიის ზღვის მიმდებარე 5 სახელმწიფოს სამიტი ნავთობისა და გაზის საბადოების განაწილეობის თაობაზე. ირანის სურვილი იყო 5 ქვეყანას შორის კასპიის თანაბრად განაწილება, მაგრამ რუსეთი, ყაზახეთი და აზერბაიჯანი ამ გეგმის წინააღმდეგ გამოვიდნენ და მიემხრნენ განაწილებას თითოეული ქვეყნის სანაპირო შელფის სიგრძის მიხედვით. რამდენიმე დღის წინ კი ირანმა დაგმო რუსეთისა და ყაზახეთის ორმხმრივი შეთანხმება კასპიის ზღვასთან თავიანთი საზღვრების განაწილების შესახებ. აზერბაიჯანის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა გამოაცხადეს, რომ აპირებენ მიმდინარე წელს ასეთივე შეთანხმებების გაფორმებას რუსეთთან და ყაზახეთთან.
XS
SM
MD
LG