Accessibility links

logo-print

სომხეთის განცხადებით, აშშ-ის სანქციები სომხურ


სომხეთის განცხადებით, აშშ-ის სანქციები სომხურ ფირმა ”ლიზინის” წინააღმდეგ არ გააუარესებს ვაშინგტონსა და ერევანს შორის ურთიერთობას.

სომხეთის განცხადებით, აშშ-ის სანქციები სომხურ ფირმა ”ლიზინის” წინააღმდეგ არ გააუარესებს ვაშინგტონსა და ერევანს შორის ურთიერთობას.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვართან ოსკანიანმა დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ სანქციებმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს სომხეთის იმიჯს შეერთებულ შტატებში, ისინი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე უარყოფითად არ იმოქმედებს. ვაშინგტონმა გასულ კვირაში გამოაცხადა, რომ სანქციებს აამოქმედებს ჩინეთში, მოლდოვასა და სომხეთში რამდენიმე კომპანიის წინააღმდეგ, რადგან მათ ირანს მიყიდეს აღჭურვილობა, რომელიც, შესაძლოა, მასობრივი განვითარების იარაღის დამზადებას მოხმარდეს. როგორც იუწყებიან, ამ კომპანიებიდან ერთ-ერთმა, სომხურმა ქიმიურმა საწარმო ”ლიზინმა”, შარშან თავისი ნაწარმის დიდი ნაწილი მიჰყიდა ირანთან კავშირის მქონე ფირმას.
XS
SM
MD
LG