Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს საქართველოში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავით ჩაფრინდა


დღეს საქართველოში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავით ჩაფრინდა ამერიკელ სამხედრო ინსტრუქტორთა 50-კაციანი ჯგუფი.

დღეს საქართველოში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავით ჩაფრინდა ამერიკელ სამხედრო ინსტრუქტორთა 50-კაციანი ჯგუფი.
ინსტრუქტორთა შორის არიან “მწვანე ბერეტებად” წოდებული საგანგებო შენაერთის ოფიცრები, მათ შორის, მთებში, აგრეთვე, ქალაქის პირობებში საომარი მოქმედებების წარმოების სპეციალისტები. ამერიკელ სამხედრო სპეციალისტთა პირველი, 20-კაციანი ჯგუფი თბილისში 30 აპრილს ჩაფრინდა. სულ “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის ფარგლებში, რომელიც დაახლოებით ორ წელიწადს გასტანს, საქართველოში ჩავა 150 ამერიკელი ინსტრუქტორი. ისინი 2 ათასამდე ქართველ სამხედრო მოსამსახურეს მოამზადებენ. ამ მიზნით აშშ-ის მთავრობამ 64 მილიონი დოლარი გამოყო. პროგრამის ფარგლებში ვაშინგტონი თბილისს მსუბუქ ცეცხლსასროლ იარაღსა და კავშირგაბმულობის საშუალებებს მიაწოდებს. 27 მაისს პროგრამის ფარგლებში დაიწყება სამეთაურო-საშტაბო სწავლებები, რომელიც, სავარაუდოდ, ორთვენახევარს გასტანს. ამის შემდეგ იგეგმება 100-დღიანი ტაქტიკური სწავლებების ჩატარება.
XS
SM
MD
LG