Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთი ავღანეთის ქალაქ ყანდაარში დღეს


სამხრეთი ავღანეთის ქალაქ ყანდაარში დღეს გაუქმებულ იქნა კომენდანტის საათი

სამხრეთი ავღანეთის ქალაქ ყანდაარში დღეს გაუქმებულ იქნა კომენდანტის საათი
– პირველად 1979 წლის შემდეგ, როცა ავღანეთში საბჭოთა ჯარი შეიჭრა. ადგილობრივი ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის სარდლობის წარმომადგენელმა ბრაიან ჰილფერტიმ ავღანეთში სტაბილურობის დამკვიდრების ერთ-ერთ ნიშნად შეაფასა. მაგრამ დღესვე, აღმოსავლეთში მდებარე ლაგმანის პროვინციაში, რამდენიმე ასეულმა ადამიანმა საპროტესტო აქცია მოაწყო. აქციის მონაწილეები ცენტრალური ხელისუფლებისგან მოითხოვდნენ, არ ჩაერიოს ადგილობრივ ტომებს შორის წარმოშობილ კონფლიქტში. ავღანეთის დროებითმა ადმინისტრაციამ, ამ რეგიონში დაპირისპირებულ მხარეთა დასაშოშმინებლად, ათასზე მეტი ჯარისკაცი გაგზავნა. მაგრამ ადგილობრივი ლიდერები აცხადებენ, რომ პრობლემას საკუთარი ძალებით მოაგვარებენ. ამასობაში, აღმოსავლეთ ავღანეთში გრძელდება ბრიტანელი და ამერიკელი სამხედროების ერთობლივი ოპერაცია თალიბანისა და “ალ ყაიდის” დარჩენილი რაზმების აღმოჩენის მიზნით.
XS
SM
MD
LG