Accessibility links

logo-print

ხვალ თბილისში, აშშ-ის საელჩოსთან, საპროტესტო


ხვალ თბილისში, აშშ-ის საელჩოსთან, საპროტესტო აქციას გამართავენ ეკლესიიდან განკვეთილი ბასილ მკალავიშვილის მომხრეები.

ხვალ თბილისში, აშშ-ის საელჩოსთან, საპროტესტო აქციას გამართავენ ეკლესიიდან განკვეთილი ბასილ მკალავიშვილის მომხრეები.
მათი მოთხოვნაა აშშ-ის მიერ “მართლმადიდებელი საქართველოს საშინაო რელიგიურ საქმეებში ჩარევის შეწყვეტა.” ბასილ მკალავიშვილის მრევლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს პრეზიდენტისადმი გასულ კვირაში გაგზავნილ ოფიციალური მიმართვაში 15-მა ამერიკელმა სენატორმა მამა ბასილის დაპატიმრება მოითხოვა. ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროსაბჭო და აშშ-ის სენატი მსოფლიოს თვალში საქმეს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საქართველო რასისტული ქვეყანა იყოს და უცხო აღმსარებლობის რელიგიური ჯგუფების დისკრიმინაციას ახდენდეს, მაგრამ აშკარად ფარავენ “ამ რელიგიურ-კრიმინალური დაჯგუფებების საშინელ დანაშაულებრივ ქმედებებს ქართული სახელმწიფოებრიობისა და მისი ტრადიციული აღმსარებლობის – მართლმადიდებლობის წინააღმდეგ.”
XS
SM
MD
LG