Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხვალისთვის გალში დაგეგმილია საქართველოს სახელმწიფო


ხვალისთვის გალში დაგეგმილია საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ავთანდილ ჯორბენაძის შეხვედრა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ანრი ჯერგენიასთან.

ხვალისთვის გალში დაგეგმილია საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ავთანდილ ჯორბენაძის შეხვედრა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ანრი ჯერგენიასთან.
შეხვედრის მიზანია კოდორის ხეობის გარშემო შექმნილი სიტუაციის განხილვა. აფხაზთა ლიდერის თანაშემწეზე, ასტამურ ტანიაზე დაყრდნობით, პრაიმ-ნიუსის სააგენტო იუწყება, რომ სოხუმის დელეგაცია მოითხოვს კოდორის ხეობიდან ყველა შეიარაღებული ფორმირების გაყვანას, აგრეთვე, მშვიდობისდამცველთა და გაეროს სამხედრო მეთვალყურეთა მიერ მონიტორინგის განხორციელებისთვის აუცილებელი მექანიზმების შექმნას. აფხაზთა მხარის მონაცემებით, კოდორის ხეობაში ამჟამად 900-ზე მეტი ქართველი მესაზღვრე და რეზერვისტია.
XS
SM
MD
LG